დავით ლიკლიკაძე – პრემიერის ინიციატივაზე: სოციალურად დაუცველ, შრომისუნარიან ადამიანებს ეს პროგრამა დაეხმარება საკუთარი თავის რეალიზებაში

“როდესაც ადამიანს ეხმარები სოციალურად და, ამ დროს, მას უნარი შესწევს – იშრომოს, ჩვენ მას ვაზარმაცებთ, ვადუნებთ და თუ მას შრომა შეუძლია და ფულადი დახმარების ნაცვლად სამსახურს მივცემთ, რითაც შეეძლება, ღირსეულად, თავად გამოიმუშაოს ფული, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან კარგი”, – ამის შესახებ “კვირას” ჟურნალისტმა და ბლოგერმა, დავით ლიკლიკაძემ განუცხადა.

მისი შეფასებით, პრემიერმინისტრის ინიციატივა, ამოქმედდეს სოციალური პროგრამა, რომელიც სოციალურად დაუცველ, შრომისუნარიან ადამიანებს დასაქმების შესაძლებლობას მისცემს, მისასალმებელია და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

“რაც უფრო ნაკლები სოციალურად დაუცველი ეყოლება ქვეყანას, მით უფრო კარგია. განსაკუთრებით კი, თუ სოციალური დახმარების ნაცვლად ამ ადამიანებს ჩვენ სამუშაოს მივცემთ – ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მთავრობის ამ ინიციატივას ნამდვილად მივესალმები. როდესაც ადამიანს ეხმარები სოციალურად და, ამ დროს, მას უნარი შესწევს იშრომოს, ჩვენ მას ვაზარმაცებთ, ვადუნებთ და თუ მას შრომა შეუძლია და ფულადი დახმარების ნაცვლად სამსახურს მივცემთ, რითაც შეეძლება, ღირსეულად, თავად გამოიმუშაოს ფული, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან კარგი.
იმ ადამიანებს, რომელთაც ყველანაირი საშუალება აქვთ მუშაობის, მაგრამ არ აქვთ სამსახური, ცხადია, ეს პროგრამა, დაეხმარება საკუთარი თავის რეალიზებაში. ზუსტად არ ვიცი, როგორ აპირებს მთავრობა ამ პროექტის განხორციელებას ან იმის გადანაწილებას, ვის შეუძლია და ვის არ შეუძლია, ან სად დაასაქმებენ ამ ადამიანებს – მაგრამ, ცალსახად, ეს ჩვენი მოქალაქეებისთვის პოზიტიური ცვლილება იქნება”, – განაცხადა დათო ლიკლიკაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი სოციალური პროგრამის შესახებ ისაუბრა, რომელიც სოციალურად დაუცველი, შრომისუნარიანი მოქალაქეების დასაქმებას ითვალისწინებს. პრემიერმინისტრის ინიციატივით, იგეგმება სამუშაო ჯგუფის შექმნაც, რომელსაც ვიცეპრემიერი – ლევან დავითაშვილი უხელმძღვანელებს. მთავრობის ახალი სოციალური პროგრამა მომავალი წლის იანვრიდან ამოქმედდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები