გია ვოლსკი: პოლიტიკური გარიგებები უცხო არ არის, ზოგს “ვაჭრობა” ჰქვია, ზოგს – “უზნეო გარიგება”, გახარიას შეთავაზებას რომელი დავარქვა, ჯერ არ ვიცი

“გიორგი გახარიას შეთავაზებაზე უეცარი პასუხის გაცემა არ მინდა, რადგან ამ თემაზე საუბარი ჯერ არ გვქონია”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი, გია ვოლსკი აცხადებს.

ვოლსკი პოზიციის დაფიქსირებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს.

„გიორგი გახარიას შეთავაზებაზე უეცარი პასუხის გაცემა არ მინდა, რადგან ამ თემაზე საუბარი ჯერ არ გვქონია, თუმცა, პროცესი ბუნებრივად უნდა მიდიოდეს. კონკრეტიკა ჯერ ჩემს პასუხს არ ექნება. პოლიტიკური გარიგებები არ არის უცხო, ზოგს “ვაჭრობა” ჰქვია, ზოგს – “უზნეო გარიგება”, ამ შეთავაზებას რომელი ერთი დავარქვა, ჯერ არ ვიცი და პოზიციის დაფიქსირებისგან თავს შევიკავებ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

პარტია „საქართველოსთვის“ რამდენიმე საკრებულოში თავმჯდომარის კანდიდატურის დაყენებას გეგმავს, „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ კი მოადგილის პოზიციას სთავაზობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები