გია ვოლსკი: ონლაინ კაზინოებმა სერიოზულად დააზიანეს საზოგადოება
პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი, გია ვოლსკი ონლაინ კაზინოებთან დაკავშირებით პრემიერმინისტრის ინიციატივას გამოეხმაურა.
“ონლაინ კაზინოებმა სერიოზულად დააზიანეს საზოგადოება, მაგრამ ფაქტია, დღევანდელ ვითარებაში, მსოფლიოში შექმნილ ვითარებაში, სოციალური, ეკონომიკური პრობლემების შემხედვარე ქვეყანას არ აქვს ის ფუფუნება, რომ ყოველ წელიწადს ჩვენი ოჯახებიდან მილიარდ ნახევარ დოლარზე მეტი გავიდეს საზღვარგარეთ. გარდა ამისა, რასაკვირველია, ჯანსაღი ატმოსფერო, ფსიქოლოგიური ატმოსფერო არ არის ის თემა, რომელიც მეორე პლანზე უნდა გადავწიოთ, როდესაც ასეთი გამოწვევების წინაშე ვდგავართ”, – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობა ონლაინ კაზინოების მუშაობის წესების გამკაცრებას აპირებს.