ანდრია გვიდიანი: აზარტული თამაშების რეგულირების შედეგად, თანხა, რომელიც ამ ბიზნესში ბრუნავს, ეროვნულ დანაზოგებში გადაინაცვლებს, შესაბამისად, ეს თანხები ეკონომიკის რეალურ სექტორებში ინვესტიციებად გარდაიქმნება

ეკონომისტი, ანდრია გვიდიანი პრემიერმინისტრის ინიციატივას გამოეხმაურა, რომელიც ონლაინ კაზინოების მუშაობის წესების გამკაცრებასა და შემდეგ აკრძალვას ეხება. გვიდიანი აღნიშნავს, რომ ხელისუფლების მხრიდან აღნიშნულ პრობლემაზე საუბრის დაწყება მისასალმებელია.

„ონლაინ კაზინოების ბრუნვის ზრდა მიუთითებს, რომ ეს ბიზნესი გეომეტრიული პროგრესიით ვითარდება და სულ უფრო საგანგაშო მასშტაბს იძენს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აღნიშნული საკითხი ხელისუფლების მხრიდან დროულ რეაგირებას საჭიროებს, რადგან ის უკვე ბიზნესი აღარ არის, არამედ ეკონომიკისთვის იქცა პრობლემად. სათამაშო ბიზნესი არის მეტასტაზი საქართველოს ეკონომიკისთვის, რომელიც აუცილებლად მოსაშორებელია. ოფიციალური სტატისტიკა ცხადყოფს, რომ აზარტულ თამაშებში ჩართულია მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც მათ კეთილდღეობასა და ეკონომიკურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება. თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქმე სისტემურ პრობლემასთან გვაქვს. აქედან გამომდინარე, მისასალმებელია, რომ ხელისუფლების მხრიდან დაანონსდა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები. აზარტული თამაშების რეგულირების შედეგად, თანხა, რომელიც ამ ბიზნესში ბრუნავს, ეროვნულ დანაზოგებში გადაინაცვლებს. შესაბამისად, ეს თანხები საბანკო არხების გავლით ეკონომიკის რეალურ სექტორებში ინვესტიციებად გარდაიქმნება“, – განაცხადა გვიდიანმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებთ, მთავრობა ონლაინ კაზინოების მუშაობის წესების გამკაცრებას აპირებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები