გია ვოლსკი: რევოლუციური პროცესების განვითარების რესურსი არ არსებობს

პარლამენტის პირველი ვიცესპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ქვეყანაში დესტაბილიზაციისა და რევოლუციური პროცესების განვითარების რესურსი არ არსებობს.

„ოპოზიცია გარკვეულწილად სააკაშვილის პირადი ექიმის პირითაც ლაპარაკობს, რომ ჯერ პრობლემები მოხსნილი არ არის და ფსიქოლოგის და ფსიქიატრის ჩართულობაა მნიშვნელოვანი. პროფესიონალური კუთხით უნდა გაანალიზდეს ყველაფერი, მაგრამ ამას პოლიტიკური მდგენელიც აქვს. არა მარტო პოლიტიკური მდგენელი, არამედ ის სტრატეგია, რაც დესტაბილიზაციას და რევოლუციური პროცესების განვითარებას, სააკაშვილის ძალისმიერ გამოხსნას ითვალისწინებს. ამის რესურსი არ არსებობს, სახელმწიფო ფეხზე მყარად დგას, მაგრამ ფაქტობრივად ამ თემაზე დაპირისპირების შექმნამ შეიძლება, ქვეყანას სერიოზული პრობლემები შეუქმნას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები