ლევან იოსელიანი: არ შეიძლება, ღარიბ ქვეყანაში სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებული კომპანიები იყვნენ ყველაზე მომგებიანი

“ვხედავთ, რომ, ხშირ შემთხვევაში, არასრულწლოვნებიც კი ახერხებენ, სხვადასხვა ფორმით, შემოვლითი გზებით სათამაშო ბიზნესში ჩაბმას. მიმაჩნია, რომ ასაკობრივი ზღვარიც გასაზრდელია და რეგულაციებიც გასამკაცრებელია”, – ასე გამოეხმაურა “მოქალაქეების” ლიდერი, ლევან იოსელიანი ონლაინ კაზინოებთან დაკავშირებით პრემიერმინისტრის ინიციატივას.

მისივე თქმით, არ შეიძლება, ღარიბ ქვეყანაში სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებული კომპანიები იყვნენ ყველაზე მომგებიანი.

„უკვე დიდი ხანია, საქართველოში მისაღებია რეგულაციები, რომლებიც ამ ბიზნესსა და მათ მეპატრონეებს ცოტა შეუზღუდავდა საქმიანობის საშუალებას, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში. ჩვენ ვხედავთ, რომ, ხშირ შემთხვევაში, არასრულწლოვნებიც კი ახერხებენ, სხვადასხვა ფორმით, შემოვლითი გზებით, სათამაშო ბიზნესში ჩაბმას. მიმაჩნია, რომ ასაკობრივი ზღვარიც გასაზრდელია და რეგულაციებიც გასამკაცრებელია. არ შეიძლება, რომ ღარიბ ქვეყანაში სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებული კომპანიები იყვნენ ყველაზე მომგებიანი“, – აცხადებს ლევან იოსელიანი.

ცნობისთვის, პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობა ონლაინ კაზინოების მუშაობის წესების გამკაცრებას აპირებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები