სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, კრიტიკული შეუსაბამობების გამო, შპს „ნობათი 2018-ს“ საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, შეამოწმეს თბილისში, ტიმოთე ბელოის (დიდი დიღომი) 16 ნომერში მდებარე რძის, რძისა და რძის პროდუქტების, ხორცისა და ხორცპროდუქტების საწარმო შპს „ნობათი 2018“, რომელიც საქმიანობას ახორციელებდა სურსათის ეროვნული სააგენტოს გვერდის ავლით, კანონმდებლობით დადგენილი აღიარების მინიჭების გარეშე.

„საწარმოში გამოვლინდა სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა, მრავალი კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობა, მათ შორის, დარღვეული იყო სურსათის წარმოების ტექნოლოგიური პროცესი, არ ხდებობა რეცხვა-დეზინფექცია, არ ტარდებოდა სადერატიზაციო სამუშაოები, რის გამოც, საწარმოში აღმოჩენილია მღრნელები“, – აღნიშნულია სეს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა, გამოვლენილი დარღვევების შესაბამისად, კანონით დადგენილი ღონისძიებები გაატარეს – ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი, წარმოებული სურსათი დაილუქა და განადგურდება სააგენტოს ინსპექტორების ზედამხედველობით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები