„თევზი ნისლეულში“, ხელოვნებაში ნაპოვნი ბედნიერება და დიდი ენთუზიაზმით გახსნილი სკოლა-სახელოსნო სიონში

ყაზბეგის რაიონის სოფელ სიონში დაიბადა. შემდეგ საქართველოს ტექნიკურუნივერსიტეტის ქიმია-ბიოლოგიის ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა.
8 წელიწადი  ქიმიაბიოლოგიის პედაგოგად მუშაობდა, 2010 წლიდან კი დავიწყე საქართველო-რუსეთის საზღვარზე მუშაობა..
მალევე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გადაუყვანეს, მაგრამ ბოლოს, დაჟინებული თხოვნით, ისევ დაბრუნდა მშობლიურ მხარეში.
ერთი შეხედვით ამ წლებს თითქოს  საერთო არაფერი ჰქონდა შექმომედებასთან, მაგრამ თავად მას რომ ჰკითხოთ, გეტყვით, რომ არ სამსახურის პარალელურად შეუწყვეტია შემოქმედებითსაქმიანობაქსოვა, ქარგვა, ხელნაკეთი ნივთები...
ამ ყველაფერს უკვე ქართული ტიხრული მინანქიც დაემატა და მთელი ინტერესით და მონდომებით მუშაობს.
მეგობართან ერთად გახსნა სკოლასახელოსნო, სადაც უფასოდ ასწავლის ბავშვებს ხელოვნების სხვადასხვა დარგ –  მინანქარს, ხეზე შაობას, რკინის ჭედურობადა ხატვას.
სიახლეც აქვთ – მინის ვიტრაჟული მოხატვა და რკინასა და ხეში გაცოცხლება. – ციცია დავითაშვილის პერსონა.

– ჩვეულებრივი ბავშვობა მახსენდება, მშობლების დიდი მზრუნველობის ქვეშ..  დედაც და მამაც ყოველთვის დიდ პატივს გვცემდნენ ბავშვებს და ჩვენს ინტერესებს. მე წიგნი და ხატვა მიყვარდა და შაბათ-კვირას ხშირად ოთახიდან არ გავდიოდი. ამ ერთ ოთახში შექმნილ ჩემს სამყაროში ვრჩებოდი. ექიმობაზე ვოცნებობდი, ბევრს ვკითხულობდი და ვხატავდი, განსაკუთრებით სკოლის ბოლო წლებში.
ტექნიკურუნივერსიტეტის ქიმია-ბიოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრეთ და ქიმიის მასწავლებლად 8 წელი იმუშავეთ... პარალელურად არ წყვეტდით შემოქმედებით საქმიანობას…
– მოხდა ისე, რომ ქიმია-ბიოლოგიის ფაკულტეტზე ჩავაბარე და ყაზბეგში პედაგოგად დავიწყე მუშაობა. თუმცა 30 წლის ასაკში პროფესია შევიცვალე და საქართველოს მესაზღვრეთა რიგში ჩავდექი. ჩვენს ქვეყანაში შემოსული მოქალაქეების იდენტიფიკაციას და პასპორტკონტროლს ვაწარმოებდი. თუმცა არასოდეს ვწყვეტდი შემოქმედებით საქმიანობას. ეს იყო საქმე, როდესაც ჩემს თავთან ვრჩებოდი და ვქმნიდი. ამით ყოველთვის  ბედნიერი ვიყავი.
ქსოვა, ქარგვა, ხელნაკეთი ნივთები... ამ ყველაფერს ქართული ტიხრული მინანქრი დაემატა. ტიხრული მინანქრის გულსაბნევები მართლაც განსაკუთრებულია დახვეწილობით და გემოვნებიანი ფერებით…  
– ტიხრული მინანქრი შემასწავლა უდიდესმა ადამიანმა თეიმურაზ გელანტიამ. მასთან საოცარ სამყაროში მოვხვდი. მთელი მათი სახლი ხელოვნების სამყარო იყო, სადაც ყველაზე ბედნიერად ვგრძნობდი თავს… ჩემი ნამუშევრებიდან მიყვარს „თევზი ნისლეულში“. ჩემთვის სამყაროს ბინადარი ნისლეულში, ვარსკვლავების დაბადებაში დაცურავს და მიწის და ცის ერთობაა, როგორც უფლის ქმნილება…
მეგობართან ერთად სკოლა-სახელოსნო გაქვთ ყაზბეგში, სადაც უფასოდ ასწავლით ბავშვებს  ხელოვნების სხვადასხვა დარგს, როგორიცაა მინანქარი, ხეზე მიშაობა, რკინის ჭედურობა და ხატვა.
ამ ყველაფერს მინის ვიტრაჟული მოხატვა და რკინაში და ხეში გაცოცხლებაც დაემატა…
– დიდი ენთუზიაზმით გავხსენით სკოლა-სახელოსნო სოფელ სიონში. იდეა ყოფილ მერს, ალექსანდრე ზაგაშვილს წარუდგინეთ და იმ ეტაპზე ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის საკითხი მოგვიწესრიგა, რისთვისაც მას მადლობას ვუხდით.
ჩვენი ხელით გავაკეთეთ სივრცის სარემონტო სამუშაოები, მაგიდები, სკამები. ვიყიდეთ ინვენტარი. იყო მცდელობა, მოგვეძია დამფინანსებელი, რომ ბავშვებისთვის უკეთესი პირობები შეგვექმნა, მაგრამ ამაოდ. დღეს ტიხრულ მინანქარზე, ხეზე და რკინაზე მუშაობენ ბავშვები. ბედნიერებას გვაძლევს ის, რომ მათ ცხოვრებას  საინტერესოსა და შემოქმედებითს ვხდით სრულიად უანგაროდ.
– რა მასალას იყენებთ მუშაობისას და რა პრობლემები გაქვთ, როგორც შემოქმედს?
– ვერცხლი, სპილენძი..  ეს იყო ჩემი ძირითადი მასალა. ვიტრაჟულმა სანათებმა კი მინა, მინის საღებავები, რკინა და ხე მოითხოვა. მასალა ყოველთვის პრობლემური საკითხია, რადგან ბავშვებს, გარდა იმისა, რომ უფასოდ ვასწავლით, მასალასაც ჩვენსას ვაყენებინებთ..
–  შთაგონება…
– შთაგონება უდავოდ მჭირდება. როცა ყოფითი პრობლემების წინაშე ვარ, ჩემი გონება მასზეა გადართული და მიჭირს ის „თევზი“ გავხდე, ნისლეულში რომ დაცურავს.
ჰობი
– ყვავილების და მცენარეების მოვლაა. ესაა საქმე, რომელიც ჩემს სულს ჟანგბადს აძლევს.
–  როგორ გეხმარებთ ოჯახი თქვენს საქმიანობაში?
– ოჯახი ყოველთვის მზადაა დახმარებისთვის. ქართველი ქალისთვის უცხო და ძვირფასი მაინც მეუღლისგან აღიარებაა, აღიარება ინდივიდუალურობის და თავისუფლების, რაც პირველად ჩემი მეუღლისგან ვიგრძენი. ამან თვითრწმენა ამიმაღლა… ვფიქრობ, ეს არის მთავარი.

თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები