ბილ გეითსი აცხადებს, რომ პანდემია მალე დასრულდება

Microsoft-ის დამფუძნებელმა, ბილ გეითსმა თქვა, რომ 2022 წლის ზაფხულისთვის კორონავირუსი ნაკლებად საშიში გახდება.

ამის შესახებ მან მაიკლ ბლუმბერგის ახალ ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას თქვა.

„შესაძლოა, სიკვდილიანობის რიცხვები კიდევ უფრო დაბალი იყოს, ვიდრე სეზონური გრიპის დროს არის ხოლმე – ეს მოხდება, თუ არ გაჩნდება ისეთი მოულოდნელობები, როგორიცაა ახალი შტამების გაჩენა, რასაც ვერასდროს გამოვრიცხავთ“, – თქვა მან.

გეითსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამჟამად ამაზე შეიძლება საუბარი ვაქცინაციის წარმატებით გამოყენების გამო.

მისივე თქმით, კორონავირუსული ინფექციითა და გრიპისგან ინფიცირებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლების თანხვედრა იქნება სიგნალი ეკონომიკის სრული აღდგენისთვის.

Microsoft-ის დამფუძნებლის აზრით, უახლოეს მომავალში კაცობრიობა ახალი ტიპის გრიპის წინააღმდეგ ბრძოლის გამოწვევის წინაშე დადგება.

გეითსის თქმით, კაცობრიობამ უნდა შეინარჩუნოს თავისი მიღწევები, რომ თავიდან აიცილოს ახალი პანდემია ამ დაავადების მუტაციების გამო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები