აშშ-ში „ფაიზერის“ ვაქცინის „ბუსტერდოზის“ გაკეთება ყველა ზრდასრულისთვის იქნება შესაძლებელი

ამერიკის შეერთებული შტატების საკვებისა და მედიკამენტების სააგენტოს ადმინისტრაცია გეგმავს „ფაიზერ-ბიონტეკის“ ვაქცინის „ბუსტერდოზის“ შემოღების განხილვას ყველა ზრდასრულისთვის. შესაძლოა, შესაბამისი გადაწყვეტილება „ბუსტერ დოზების“ საყოველთაო შემოღებასთან დაკავშირებით დღესვე გახდეს ცნობილი.
სააგენტოს განცხადებით, არ იგეგმება განხილვებში დამოუკიდებელი ექსპერტების ჩართვა, რადგან შემოთავაზება არ წარმოქმნის დამატებით კითხვებს, რომელთა განხილვაც გაფართოებული კომიტეტის სხდომაზე იქნებოდა საჭირო.
არსებული ინფორმაციით, გადაწყვეტილება ცნობილი გახდება აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ჩანიშნულ შეხვედრამდე, რომელიც პარასკევს უნდა გაიმართოს.
შეგახსენებთ, რომ „ფაიზერ-ბიონტეკმა“ მიმდინარე თვის დასაწყისში მიმართა საკვებისა და მედიკამენტების სააგენტოს „ბუსტერ დოზების“ ყველა ზრდასრულისთვის შემოღების თხოვნით. ამერიკის შეერთებულ შტატებში ვაქცინაცია „ბუსტერდოზებით“ უკვე მიმდინარეობს კონკრეტული, ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებისა და მათთვის, ვისაც 65 წელი შეუსრულდა. ბაიდენის ადმინისტრაციამ „ბუსტერდოზების“ საყოველთაო გამოყენების შესახებ საუბარი ჯერ კიდევ მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყო, რათა აცრილი მოსახლეობის იმუნიტეტი „კოვიდ-19“-ის მიმართ კიდევ უფრო მდგრადი გამხდარიყო.

წყარო: https://www.reuters.com

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები