“მდგომარეობა კრიტიკულია, პაციენტი მართვით სუნთქვაზეა” – ექიმი გენადი ბესტაევზე
საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული გენადი ბესტაევი, რომელიც გუშინ თბილისში გადმოიყვანეს, მძიმედაა. ის მკურნალობას ქართულ-ჰოლანდიურ კლინიკაში განაგრძობს.
ბესტაევს ცხინვალის ციხეში ინსულტი განუვითარდა. ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ის ე.წ. პრეზიდენტმა შეიწყალა.
“პაციენტი გამოყვანილია საოპერაციო ბლოკიდან, პაციენტს ჩაუტარდა თავის ტვინის დეკომპრესიული ტრეპანაცია, ჰემატომის ევაკუაცია. მისი მდგომარეობა არის საკმაოდ მძიმე, რა თქმა უნდა, მართვით სუნთქვაზეა. არასტაბილური ჰერმოდინამიკით. ჯერჯერობით, კრიტიკულია მდგომარეობა. სიტუაციიდან და ზოგადი მდგომარეობიდან გამომდინარე, გააგრძელებს რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობას”, – თქვა ექიმმა, გიორგი გვარამაძემ.
შეგახსენებთ, რომ გენადი ბესტაევი რუსმა სამხედროებმა სოფელ ზარდიაანთკარიდან 2019 წლის 19 ნოემბერს გაიტაცეს და მას სამი წლით პატიმრობა მიუსაჯეს.