დიმიტრი ხუნდაძე: ელენე ხოშტარია რეალურად შიმშილობს და მისი მდგომარეობა დღითი დღე საყურადღებო ხდება
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, “დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც მე-14 დღეა, პარლამენტში შიმშილობს, საყურადღებოა.
“ამ ვითარებაში ჩემი, როგორც ექიმის ყველაზე საყურადღებო ამ პროცესში, ქალბატონი ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობაა. გამომდინარე იქედან, რომ ის რეალურად შიმშილობს და მისი მდგომარეობა დღითი დღე კიდევ უფრო საყურადღებო ხდება. მე ვიტოვებ იმედს, რომ ქალბატონი ელენეს ჯანმრთელობა იქნება შენარჩუნებული და საბოლოოდ იქნება დამდგარი შედეგი, რომ პროცესი დასრულდება და ყველა ჩავდგებით დროულ რეჟიმში. ეს არის ყველას, მიუხედავად პოლიტიკური შეფასებებისა და ხედვისა, რომ ქვეყნის სტაბილურობა არის უმთავრესი”, – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.