ალექსანდრე რაქვიაშვილი: სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხი ექიმებმა უნდა გადაწყვიტონ, ვიდრე ეს თემა პოლიტიკური დისკუსიის საგანია, პრობლემა სულ იქნება
„ჩვენ სუფთა სამედიცინო საკითხი პოლიტიკურ პრობლემა გავხადეთ და ამ პოლიტიკურ პრობლემაში ვცხოვრობთ”, – ამის შესახებ “გირჩის” წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხი ექიმებმა უნდა გადაწყვიტონ და ვიდრე ეს თემა პოლიტიკური დისკუსიის საგანია, პრობლემა სულ იქნება.
„ჩვენ სუფთა სამედიცინო საკითხი პოლიტიკურ პრობლემა გავხადეთ და ამ პოლიტიკურ პრობლემაში ვცხოვრობთ. არ მივიჩნევ, რომ ეს უნდა იყოს პოლიტიკური დისკუსიის საკითხი. თუ ექიმები იტყვიან, რომ რომელიმე კლინიკაშია გადასაყვანი ან რაღაც მკურნალობაა ჩასატარებელი, ეს ექიმებმა უნდა გადაწყვიტონ და არა – პოლიტიკოსებმა, პარლამენტარებმა თუ იუსტიციის მინისტრმა. სანამ ეს პოლიტიკური დისკუსიის საკითხი იქნება, მანამდე სულ პრობლემა იქნება”, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.