გია ვოლსკი: მე-18 სამედიცინო დაწესებულება მრავალფუნქციური მაღალი დონის ორგანიზაციაა, რომელსაც ემსახურება სპეციალისტთა ბრიგადა და არა – პატიმრები, რასაც ჩვენი ოპონენტები აცხადებენ

“რასაკვირველია, ყოველდღიურად უნდა გაკეთდეს განცხადებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და ყველა მაჩვენებლის შესახებ – რის მკვლელობა და რომელი ჯანმრთელობის გაუარესება, არარეალურია და ეს ხალხსაც კარგად ესმის”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, გლდანის მე-18 სამედიცინო დაწესებულება მრავალფუნქციური მაღალი დონის ორგანიზაციაა.

„ეს თემა ორ ნაწილად უნდა გავყოთ. ერთი ჯანმრთელობის თემაა, მეორე კი  – ის გეგმები, რაც სააკაშვილმა ოპოზიციის გარკვეულ ნაწილს უკარნახა, რომ „გამომიხსენით“. რასაკვირველია, ოპოზიციაც ამას აკეთებს, ყოველდღიურად ამის შესახებ აცხადებს და მოქმედებებიც ზუსტად ისეთი აქვს, რა ინსტრუქციაც მიიღეს. რაც შეეხება ჯანმრთელობის საკითხს, რასაკვირველია, ყოველდღიურად უნდა გაკეთდეს განცხადებები მისი ჯანმრთელობისა და ყველა მაჩვენებლის შესახებ. რაც მთავარია, მეთვრამეტე სამედიცინო დაწესებულება მრავალფუნქციური მაღალი დონის ორგანიზაციაა, რომელსაც ემსახურება ექიმთა, სპეციალისტთა ბრიგადა და არა პატიმრები, სანიტრები, რასაც აცხადებენ ჩვენი ოპონენტები. რის მკვლელობა და რომელი ჯანმრთელობის გაუარესება, არარეალურია და ეს ხალხსაც კარგად ესმის“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები