ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველო ყველასთვის ფეხების შესაწმენდი ქვეყანა არ არის, იქნება უკრაინის დეპუტატი თუ სახალხო დამცველი – ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს ყველამ პატივი უნდა სცეს

“უკრაინის სახალხო დამცველმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად უნდა მიმართოს სახელწიფოს და შესაბამისი პროცედურები გაიაროს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყნის სუვერენიტეტს ყველამ პატივი უნდა სცეს.

„მიხეილ სააკაშვილი პატივს რომ არ სცემს იმ ქვეყანას, რომლის პრეზიდენტიც ერთ დროს იყო, ეს წესი და რიგი არ უნდა გახდეს. საქართველო ყველასთვის ფეხების შესაწმენდი ქვეყანა არ არის, იქნება უკრაინის დეპუტატი თუ სახალხო დამცველი. ყველამ კეთილი უნდა ინებოს და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს პატივი სცეს. ჩვენი ქვეყნის შიდა მდგომარეობა პოლიტიკური მიზნებისთვის არავის ადვილად არ უნდა გამოვაყენებინოთ. ამიტომ, მან უნდა მიმართოს სახელწიფოს და შესაბამისი პროცედურები გაიაროს. შესაბამისი პატივისცემა გამოხატოს საქართველოს სახელმწიფოს მიმართ. ლაპარაკია საქართველოს სახელმწიფოზე – ყველამ კეთილი უნდა ინებოს და ამ სახელმწიფოსთან ითანამშრომლოს, ისაუბროს ისე, როგორც ეს სუვერენულ სახელმწიფოსთან არის მიღებული“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა დღეს გლდანის მე-18 დაწესებულებასთან იმყოფებოდა, რომელმაც განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე ციხის ადმინისტრაციამ უარი უთხრა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ, საქართველოს კანონმდებლობით, პენიტენციურ დაწესებულებაში უკრაინის სახალხო დამცველის შესვლა გათვალისწინებული არ არის და ამის ვალდებულება არ არსებობს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები