ივანე ჩხაიძე – ვაქცინაციაზე: გვინდა, რომ ნოემბრის დარჩენილი დღეები იყოს მაქსიმალურად გამოყენებული

“70-80 გარდაცვლილი ყოველდღიურად, ერთი თვის განმავლობაში, ძალიან მაღალი რიცხვია”, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ პანდემიაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, იმუნიზაციის პროცესი უნდა გააქტიურდეს.

“70-80 გარდაცვლილი ყოველდღიურად, ერთი თვის განმავლობაში, ძალიან მაღალი რიცხვია. ამიტომ ვამბობთ ჩვენ, რომ ვაქცინაციის შედეგი არ არის მყისიერი, თუ თქვენ გადაწყვიტეთ ვაქცინაციის ჩატარება, დღესაც რომ მივიდეს საქართველოში ვაქცინაციის კაბინეტებში 30 ათასი ადამიანი, ჩვენ ხვალ და ზეგ ამის შედეგს ვერ ვნახავთ. გვინდა, რომ ნოემბრის დარჩენილი დღეები იყოს მაქსიმალურად გამოყენებული, ყველა იმ ადამიანმა გამოიყენოს, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს იმუნიზაციის ჩატარება, რაღაც პერიოდის შემდეგ, თუნდაც ორი სამი კვირის შემდეგ, ეს მართლა ძალიან დაგვიანებული იქნება”, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები