ადვოკატი: მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანურ, წამებასთან გათანაბრებულ მოპყრობას აქვს ადგილი
“მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება და ეს გადადის უკვე საათობრივ რეჟიმზე”,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს.
მისივე თქმით, საჭიროა საქმეში ალტერნატიული კონსილიუმი ჩაერთოს.
“მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება და ეს გადადის უკვე საათობრივ რეჟიმზე. ძალიან მძიმე სურათია, ამიტომ ჩემს თავს ვერ მივცემ უფლებას, გავაკეთო რაიმე პროგნოზი, აქ მნიშვნელოვანია, რომ ალტერნატიული კონსილიუმი ჩაერთოს პროცესში, სახალხო დამცველის ქოლგის ქვეშ, ამაზე ხელისუფლებამ უარი არ უნდა თქვას, ისევე, როგორც ხელისუფლება უნდა შეეშვას ამ არაადამიანურ გაჯიუტებას და მიხეილ სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ სამოქალაქო კლინიკაში. მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანურ, წამებასთან გათანაბრებულ მოპყრობას აქვს ადგილი”, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.