საქართველოს საგარეო უწყება “სიცრუეს” უწოდებს ინფორმაციას, თითქოს, მინსკი ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების პროცედურას იწყებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს რუსეთის სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას ბელორუსის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. აღიარების პროცედურების დაწყების შესახებ და მას “დეზინფორმაციას” უწოდებს.

როგორც “კვირას” საგარეო უწყებაში განუცხადეს, “ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ჰქონდა კომუნიკაცია ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რა დროსაც ბელარუსის მხარემ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუე უწოდა და უარყო ბელარუსის ხელისუფლების მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარების საკითხის განხილვა”.

ანალოგიურ ინფორმაციას ავრცელებს “სპუტნიკ ბელორუსი”.

მედიასაშუალებას ადგილობრივი პარლამენტის ქვედა პალატის სამდივნოში განუცხადეს, რომ მსგავსი დოკუმენტი არ მიუღიათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები