მიხეილ სარჯველაძე: როცა პატიმარი პენიტენციურ სამსახურს გადაწყვეტილების აღსრულებაში ეწინააღმდეგება, ამ გადაწყვეტილების შესაბამისი პროპორციული ძალის გამოყენებით აღსრულება ლეგიტიმურია

“როდესაც პატიმარი პენიტენციურ სამსახურს გადაწყვეტილების აღსრულებაში ეწინააღმდეგება, ამ გადაწყვეტილების შესაბამისი პროპორციული ძალის გამოყენებით აღსრულება ლეგიტიმურია”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პენიტენციური სამსახურის მიერ გასაჯაროებული კადრების თაობაზე განაცხადა.

მისივე თქმით, კადრები სასიამოვნო საყურებელი არ არის.

„გავრცელებულ კადრებში აშკარად ჩანს, სად გაჩერდა ავტომობილი, შესაბამისად, დასაყრდენი არ აქვს იმ განცხადებებს, რომელიც აქამდე კეთდებოდა. ეს არავისთვის არ არის სასიამოვნო საყურებელი, მაგრამ ფაქტია, რომ როდესაც პატიმარი პენიტენციურ სამსახურს კონკრეტული გადაწყვეტილების აღსრულებაში ეწინააღმდეგება, ლეგიტიმურია გადაწყვეტილება შესაბამისი პროპორციული ძალის გამოყენებით აღსრულდეს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები