ალუდა ღუდუშაური: სააკაშვილი ხელს ურტყამს პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელს მაშინ, როცა ეს ადამიანები ზრუნავენ მის ჯანმრთელობაზე, უსაფრთხოებაზე

“რატომღაც მგონია, რომ თქვენ როგორც ჟურნალისტი კი არ მესაუბრებით, მესაუბრებით, როგორც დაინტერესებული მხარე, როგორც ბოკუჩავა, ან წითლიძე. სააკაშვილი ვითომ ხელს ურტყამს რას ნიშნავს?”, – ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ალუდა ღუდუშაური ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პენიტენციური სამსახურის მიერ გასაჯაროებული კადრების თაობაზე დასმულ კითხვას.

მისივე თქმით, კადრებში ჩანს, თუ როგორ ურტყამს სააკაშვილი ხელს უწყების თანამშრომელს.

“რატომღაც მგონია, რომ თქვენ როგორც ჟურნალისტი კი არ მესაუბრებით, მესაუბრებით, როგორც დაინტერესებული მხარე, როგორც ბოკუჩავა, ან წითლიძე, რატო ნერვიულობთ, გაგცემთ პასუხს. სააკაშვილი ვითომ ხელს ურტყამს რას ნიშნავს? თქვენ ხედავთ კადრებში, როგორ პირდაპირ, უაპელაციოდ ძალადობს და ხელს ურტყამს მიხეილ სააკაშვილი პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელს მაშინ, როცა ეს ადამიანები ზრუნავენ მის ჯანმრთელობაზე, უსაფრთხოებაზე”, – ამბობს ღუდუშაური.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები