მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა სასამართლო დატოვეს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა სასამართლო სხდომა დატოვეს. მიზეზი მოსამართლის უარი გახდა, პროცესზე დაეშვა სააკაშვილის სხვა ადვოკატები.

“გამოვაცხადოთ შესვენება და დიმიტრი საძაგლიშვილი და ნიკა გვარამია შემოვიდნენ პროცესზე, ისინი იმყოფებოდნენ საპატიმროში და შესაძლოა, რაიმე ახალი ინფორმაციას ფლობდნენ ან შეიძლება, ახალი გარემოება ჰქონდეთ”, – ამის შესახებ ექსპრეზიდენტის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მოსამართლის თქმით, დაწყებულ პროცესზე შესვლა უწყვეტობის პრინციპთან შესაბამისობაში არ არის.

“სასამართლომ გითხრათ, რომ ტექნიკურად თუ გნებავთ, კი ბატონო და დაწყებულ პროცესზე შემოსვლა  უწყვეტობის პრინციპთანაც არაა შესაბამისობაში”, – აღნიშნა მოსამართლემ.

რაზეც ბექა ბასილაიამ უპასუხა: “მაშინ მე ვერ ვხედავ აზრს და ვტოვებ”.

ცნობისთვის, დღევანდელ სასამართლო პროცესს ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი არ ესწრება. პენიტენციურმა სამსახურმა პროცესის დაწყებამდე განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ შესაძლო დესტრუქციული ქმედებებისა და ჯანმრთელობის დამატებითი რისკის გამო, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, გადაიყვანოს სააკაშვილი სასამართლოში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები