დავით მათიკაშვილმა და ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ექსპერტებმა საპარლამენტო ზედამხედველობის ეფექტური განხორციელების საკითხებზე ისაუბრეს
იურიდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით მათიკაშვილი ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წარმომადგენლებს შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოს პარლამენტის საზედამხედველო უფლებამოსილების ეფექტური განხორციელების საკითხებზე ისაუბრეს.
„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტისა და ბრიტანეთის კარგი მმართველობის ფონდის ინიციატივით, შევხვდით ბრიტანელ ექსპერტს, კენ მაკინტოშს, რომელიც ასევე მოწვეულ ექსპერტთან, ქალბატონ თამარ ჩუგოშვილთან ერთად იმუშავებს იმისთვის, რომ შეიქმნას შესაბამისი რეკომენდაციები და სახელმძღვანელო საპარლამენტო ზედამხედველობის ეფექტური განხორციელების უზრუნველსაყოფად. სტუმარი დაინტერესდა საპარლამენტო ზედამხედველობის კუთხით დღეს არსებული პრაქტიკით და შევთანხმდით, რომ ამ კონკრეტული საქმიანობის გარშემო მათთვის საინტერესო ყველა საინტერესო საკითხზე ჩვენ გვექნება აქტიური კომუნიკაცია”, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ დავით მათიკაშვილმა. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა იურიდულ საკითხთა კომიტეტის წევრი – ნინო იობაშვილი.