ნიკა მელია: დღეს რაც ვნახეთ, არის შეშინებული, ძალის იმედად დარჩენილი რეჟიმი, რომელიც კოპირებს რუსეთსა და ბელარუსს
“დღეს რაც ვნახეთ, არის შეშინებული, ძალის იმედად დარჩენილი რეჟიმი, რომელიც კოპირებს რუსეთსა და ბელარუსს”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ნიკა მელია დედაქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე განვითარებული პროცესების შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, მშვიდობიანი პროტესტი გრძელდება.
“კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მაგრად ეშინიათ თავისუფლების იდეის და მზად არიან, თავის კორუმპირებული ხელისუფლების დასაცავად სრულიად მშვიდობიან აქციებს დაერიონ!
აქციების დაწყებამდე 46 ადამიანი დააკავეს – მაგრამ საქართველოში თავისუფლებისთვის მებრძოლი ასობით ათასია
ვაგრძელებთ! მშვიდობიანად, უწყვეტად და მტკიცედ!”, – წერს მელია.