საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ საკააშვილის საავადმყოფოში გადაყვანის ფაქტს Twitter-ზე ეხმაურება.
„საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მე-5 კვირაა შიმშილობს, ძალადობრივად გადაიყვანეს ციხის საავადმყოფოში. სავარაუდოდ, მას დაემუქრნენ, შეულახეს ღირსება, პირადი სივრცე და ადეკვატური სამედიცინო დახმარების მიღება.
ეს არის არა მხოლოდ შერჩევითი სამართალი, არამედ – აშკარა პოლიტიკური შურისძიება“, – წერია განცხადებაში, რომელსაც ორგანიზაცია “ტვიტერზე“ ავრცელებს.