მთავრობის ადმინისტრაციასთან, სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით, ექიმების აქცია მიმდინარეობს

მთავრობის ადმინისტრაციასთან ექიმების აქცია მიმდინარეობს. ისინი მიიჩნევენ, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში უნდა იქნას გადაყვანილი.

მათივე ცნობით, ისინი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის სახელზე წერილის დაწერასაც გეგმავენ.

“კვალიფიციურ ექიმთა კონსილიუმზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ საჭიროების შემთხვევაში უნდა გადაეყვანათ მრავალპროფილურ კლინიკაში, რომელსაც, ჩემის აზრით, ციხის საავადმყოფო არ შეესაბამება – არა ექიმების კვალიფიკაციით, არამედ იმ პროფილით, რომელიც ციხის საავადმყოფოს გააჩნია. ორგანიზმი დასუსტებულია და შესაძლებელია, რომ ძალიან სწრაფად წავიდეს შეუქცევადი ცვლილებები”, – აცხადებს ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები