ტელევიზიების სარეკლამო შემოსავლები 25%-ით გაიზარდა, რადიოების კი 4%-ით შემცირდა

2021 წლის მესამე კვარტალში სატელევიზიო და რადიო მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლები 22.2%-ით გაიზარდა და 21.8 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 86.1%-ს პირდაპირი რეკლამა წარმოადგენს, – ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

მათივე ცნობით, წინა წლის მესამე კვარტალთან შედარებით, 25%-ით გაიზარდა და 20 მილიონ ლარს შეადგენს ტელევიზიების სარეკლამო შემოსავლები. ყველაზე მეტი სარეკლამო შემოსავალი „ტელეიმედმა” 5.9 მილიონი ლარის ოდენობით მიიღო, „მთავარი არხის” სარეკლამო შემოსავალმა 2.8 მილიონი ლარი შეადგინა, „რუსთავი 2″-მა 2.4 მილიონი ლარის შემოსავალი, ხოლო „ტელეკომპანია პირველმა” 1.9 ლარის შემოსავალი მიიღო. 1.7 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი ჰქონდა „პოსტივის”, „ფურმულამ” კი – 1.1 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღო. 0.9 მილიონი ლარის რეკლამა ჰქონდა „სილქნეტს”, „ჯიდიეს თივიმ” – 0.8 მილიონი ლარის, ხოლო „საზოგადოებრივ მაუწყებელს” 0.6 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი ჰქონდა. „რ.ბ.ჯ”-ის (პირველი გასართობი) სარეკლამო შემოსავალმა 0.2 მილიონი ლარი შეადგინა, სხვა მაუწყებლებზე კი 1.6 მილიონი ლარი გადანაწილდა.

შეგახსენებთ, რომ სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები პირდაპირ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, განცხადებებს და ტელეშოფინგს მოიცავს. რაც შეეხება რადიომაუწყებლებს, 2021 წლის მესამე კვარტალში რადიოების სარეკლამო შემოსავლები 4%-ით შემცირდა და 1.77 მილიონი ლარი შეადგინა. ყველაზე მეტი სარეკლამო შემოსავალი რადიო ჰოლდინგმა „ფორტუნამ” – 984.2 ათასი ლარის ოდენობით მიიღო, 180.2 ათასი ლარის შემოსავალი ჰქონდა „რადიო იმედს”, 105.9 ათასი ლარი მიიღო „რადიოცენტრი პლუსმა”, ხოლო „ჯორჯიან თაიმსმა” – 77.1 ათასი ლარი.

„ქართული რადიოს” სარეკლამო შემოსვალი 76 ათასი ლარი იყო, „ჩვენი რადიოს” შემოსავალმა კი 57.2 ათასი ლარი შეადგინა, 57 ათასი ლარი ჰქონდა „მდ ჯგუფს”, „კომპანია მედიასტრიმმა” კი 43.1 ათასი ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღო. 31.6 ათასი ლარის რეკლამა ჰქონდა სამაუწყებლო კომპანია „ჰერეთს”, ხოლო 21.5 ათასი ლარის შემოსავალი „ახალმა რადიომ” მიიღო. 135 ათასი ლარი სხვა რადიო მაუწყებლებზე გადანაწილდა, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები