ნიკა მელია: მნიშვნელოვანია, რომ 19:00 საათზე ვიყოთ პარლამენტთან

ოპოზიციამ 19:00 საათზე პარლამენტთან საპროტესტო აქცია დააანონსა.

ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ნიკა მელიამ იუსტიციის სამინისტროსთან მიმდინარე აქციაზე შეკრებილებს განუცხადა.

“მნიშვნელოვანია, რომ 19:00 საათზე ჩვენ და კიდევ ბევრი სხვა ვიყოთ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან”, – აღნიშნა მელიამ.

ცნობისთვის, იუსტიციის სამინისტროსთან შეკრებილები გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას აპროტესტებენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები