ნიკა მელია: სააკაშვილი მოათავსეს იმ ციხეში, სადაც უმძიმესი დამნაშავეები არიან და ეს განგებ გააკეთეს – პროტესტი არ გაჩერდება
“ეს პროტესტი არ გაჩერდება მანამ, სანამ ადამიანის ფიზიკური უსაფრთხოება უზრუნველყოფილი არ იქნება”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ნიკა მელიამ იუსტიციის სამინისტროსთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა, სადაც გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას აპროტესტებენ.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი მოათავსეს იმ ციხეში, სადაც უმძიმესი დამნაშავეები იხდიან სასჯელს.
“ეს პროტესტი არ გაჩერდება მანამ, სანამ ადამიანის ფიზიკური უსაფრთხოება უზრუნველყოფილი არ იქნება. მიხეილ სააკაშვილი მოათავსეს იმ ციხეში, სადაც უმძიმესი დამნაშავეები არიან და ეს განგებ გააკეთეს. ვინმეს აქვს ილუზია, რომ ჩვენ გავჩერდებით, სანამ სააკაშვილი უსაფრთხო გარემოში არ იქნება გადაყვანილი?! არ გავჩერდებით”, – განაცხადა მელიამ.