მამუკა ხაზარაძე: მართლა ნუ დავჭამთ ერთმანეთს, ერთი სამშობლო გვაქვს
“ამ ქვეყანაში დიალოგს ალტერნატივა არ აქვს”, – ამის შესახებ “ლელოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საჭიროა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე საუბარი.
„ჩვენ ოპოზიციის მოთხოვნა არ შეგვიცვლია. საუბარია ადამიანის სიცოცხლესა და სამართლიან სასამართლოზე. უნდა მივეჩვიოთ ცივილურად სიარულს. აქედან გამომდინარე, ეს არის ერთადერთი გზა, არ უნდა დაველოდოთ, რომ ვიღაც ჩამოვა და მოლაპარაკებების მაგიდასთან შუამავლად დაჯდება. უნდა ვისწავლოთ საუბარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და კრიზისის გადაწყვეტა ჩვენივე ძალებით. მართლა ნუ დავჭამთ ერთმანეთს, ერთი ქვეყანა გვაქვს, ერთი სამშობლო გვაქვს. იქნებ გონს მოვიდეთ ყველა და ვისწავლოთ კრიზისული სიტუაციიდან ისე გამოსვლა, რომ ქვეყნის ინტერესები იყოს ყველაზე წინ“, – განაცხადა ხაზარაძემ.
ცნობისთვის, “ლელო” ხელისუფლებას დიალოგის დაუყოვნებლივ დაწყებას სთავაზობს.