ივანე ჩხაიძე: ნოემბერ-დეკემბერი არის იდეალური პერიოდი “ბუსტერის” გასაკეთებლად

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, ე.წ. ბუსტერ დოზების ადმინისტრირება დაგვიანებული არ არის.

როგორც ჩხაიძემ “რუსთავი ორის” ეთერში საუბრისას აღნიშნა, ნოემბერ-დეკემბერი ამისთვის იდეალური პერიოდია.

“ჩვენ ცოტა გვიან დავიწყეთ ვაქცინაციის პროცესი, ასე რომ, ჯერჯერობით, არაფერი დაგვიანებული არ არის. აპრილში გვყავდა პირველი ადამიანები, რომლებმაც გაიკეთეს პირველი და მეორე დოზა. ასე რომ, ზუსტად ახლა, ნოემბერი-დეკემბერი არის იდეალური პერიოდი ბუსტერის გასაკეთებლად”, – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები