ხვალ, ამბასადორი “კაჭრეთში”, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინიცირებით და AA Facility-ის ორგანიზებით, იურიდიული კომპანიებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისათვის, სამუშაო შეხვედრა გაიმართება

ხვალ, 4 ნოემბერს, 13:00 საათზე, სასტუმრო „ამბასადორი კაჭრეთში”,(კახეთი) კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინიცირებით და AA Facility-ის ორგანიზებით, იურიდიული კომპანიებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისათვის, სამუშაო შეხვედრა იმართება თემაზე – კონკურენციის კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები, მიღებული შედეგები და გამოწვევები.

როგორც “კვირას” ორგანიზატორებმა აცნობეს, ღონისძიებას გახსნის კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე; პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი; სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია; ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, ნიკოლოზ გაგუა; დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, დავით ონოფრიშვილი; AA Facility-ის პროექტის ხელმძღვანელი, იოლანტა ტაჩინსკა.

სემინარში მონაწილეობენ: საქართველოს პარლამენტის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, მარეგულირებელი ორგანოების და კონკურენციის სააგენტოს წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები