„ბორჯომი ლიკანის სპა და სამედიცინო ცენტრის“ კიდევ ერთი წარმატება(ფოტო)

„ბორჯომი ლიკანის სპა და სამედიცინო ცენტრი“ პირველი სასტუმროა საქართველოში, რომელიც ავტორიზებულია ,,საქართველოს ფიზიკური მედიცინის, კურორტოლოგიისა და ბალნეოლოგიის ასოციაციის” მიერ, როგორც სამკურნალო-გამაჯანსაღებელი კურორტი. აღნიშნულის დასტურად, სასტუმროს გადაეცა შესაბამისი სერტიფიკატი.

ასევე, მხარეებს შორის გაფორმდა „ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი“, რომელსაც ხელი მოაწერეს სს „ბორჯომი ლიკანი ინტერნეიშენალის“ დირექტორმა კობა აბულაძემ და ,,საქართველოს ფიზიკური მედიცინის, კურორტოლოგიისა და ბალნეოლოგიის ასოციაციის” პრეზიდენტმა ხათუნა საგანელიძემ.

მემორანდუმის მიზანია, კურორტოლოგიისა და ბალნეოლოგიის სფეროს განვითარების ხელშეწყობა საქართველოში, ერთობლივი პროექტების დაგეგმვა და განხორციელება, რომელიც ხელს შეუწყობს პარტნიორი ინსტიტუციების წარმატებულ საქმიანობას მოსახლეობის სამედიცინო-გამაჯანსაღებელი კუთხით. მხარეები ითანამშრომლებენ სს „ბორჯომი ლიკანი ინტერნეიშენალის“ საკუთრებაში არსებული 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს ბაზაზე არსებული სპა და სამედიცინო ცენტრის საქმიანობის ფარგლებში, რაც გულისხმობს დამსვენებელთა სამკურნალო-გამაჯანსაღებელი მომსახურების მიწოდებას, კურორტოლოგიის დარგში სამეცნიერო კვლევების განხორციელებას, ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვას და ა.შ.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები