თენგიზ ცერცვაძე: აქამდე იყო ქორწილები, ქელეხები, ახლა დაემატა პოლიტიკური მოტივაციით მიტინგები – საქართველოში არსებობს ყველა პირობა იმისთვის, რომ ძნელი იყოს პანდემიის მართვა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ქვეყანაში მძიმე ეპიდემიოლოგიურ ვითარებას სამი ფაქტორი განაპირობებს: პირბადის ტარება, ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი და ხალხმრავალი შეკრებები.
მისივე თქმით, მოსახლეობამ საფრთხეები უნდა გააცნობიეროს.
“სამი ფაქტორი განსაზღვრავს პანდემიას – პირბადის ტარების დაბალის მაჩვენებელი, ვაქცინაციით მოცვა და ხალხმრავალი ადგილები.
აქამდე იყო ქორწილები, ქელეხები, დაბადების დღეები ახლა ამას დაემატა პოლიტიკური მოტივაციით მიტინგები და არა ერთი და ორი, არამედ, როგორც აანონსებენ, პერმანენტული. საქართველოში არსებობს ყველა პირობა იმისთვის, რომ ძნელი იყოს პანდემიის მართვა და შემთხვევებმა კიდევ უფრო მოიმატოს. ამას უშველის, მოსახლეობამ გააცნობიეროს, რამხელა საფრთხის წინაშე ვდგავართ და გამოიყენოს ის შესაძლებლობა, რასაც ჯანდაცვის სისტემა სთავაზობს”, – განაცხადა ცერცვაძემ.