ლანა გალდავა: ჩვენმა ამომრჩეველმა იცის, რომ მათ ხმებს დავიცავთ და ამისთვის აუცილებელია ბრძოლა

“ჩვენ ხალხმა მოგვანიჭა მანდატი და ვალდებულები ვართ, ჩვენი უფლებამოსილება შევასრულოთ”, – ამის შესახებ “ლელოს“ წევრი, ლანა გალდავა აცხადებს.

მისივე თქმით, მათი მთავარი ამოცანა ამომრჩევლის ხმების დაცვაა.

„ვითომ არაფერი არ მომხდარა, ჩვენ ასე არ მოვიქცევით და არ მივცემთ სიცოცხლის უნარიანობას „ქართულ ოცნებას“. ყველაფერი ჩვეულებრივ ვეღარ გაგრძელდება. ბრძოლა იქნება რამდენიმე მიმართულებით. ჩვენმა ამომრჩეველმა იცის, რომ მათ ხმებს დავიცავთ და ამისთვის აუცილებელია ბრძოლა. ჩვენ ხალხმა მოგვანიჭა მანდატი და ვალდებულები ვართ, ჩვენი უფლებამოსილება შევასრულოთ“, – აღნიშნა გალდავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები