ოკუპირებულ აფხაზეთში რუსულ ვაქცინას ნოემბრის შუა რიცხვებში ელოდებიან
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო, რუსული ვაქცინის – “სპუტნიკ”-ის მორიგ პარტიას ნოემბრის შუა რიცხვებში ელოდებიან.
ამის შესახებ ე.წ. რესპუბლიკის მთავარმა სანიტარმა, ლუდმილა სკორიკმა თქვა.
მანამდე გახდა ცნობილი, რომ სოხუმი პრეპარატის 30 ათას დოზას მიიღებს, თუმცა, სკორიკის თქმით, ამჟამად დაზუსტებით ცნობილი არ არის, რა რაოდენობის პრეპარატს მიაწვდის მოსკოვი სოხუმს.
რუსეთის მიერ ოკუპირებულმა აფხაზეთმა ვაქცინის 6500 დოზა პირველად აპრილის ბოლოს მიიღო. უკვე 6 აგვისტოს ე.წ. რესპუბლიკას “სპუტნიკ ლაითის” 5 ათასი დოზა მიაწოდეს, რომლის შესყიდვა და ტრანსპორტირება მოსკოვში აფხაზური დიასპორის ხელმძღვანელმა, ბესლან აგრბამ უზრუნველყო.