თამარ ჩერგოლეიშვილი: სააკაშვილს ვინც ჰპირდებოდა, ჩამოდი და ქუჩაში ასიათასობით ქართველი დადგება, ციხის კარს მოგლეჯს, გაგათავისუფლებს და სულთნად აგირჩევსო, თავად პარლამენტარის მანდატს ვერ ელევა?
გამოცემა „ტაბულას“ დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი ექსპრეზიდენტ და მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილსა და სადეპუტატო მანდატების საკითხთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
“სააკაშვილს ვინც ჰპირდებოდა, ჩამოდი და ქუჩაში ასიათასობით ქართველი დადგება, ციხის კარს მოგლეჯს, გაგათავისუფლებს და სულთნად აგირჩევსო (და ამით ულაყებდნენ თავს, წლები), თავად პარლამენტარის მანდატს ვერ ელევა?”, – წერს ჩერგოლეიშვილი.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ მიმართვა გაავრცელა, სადაც ნათქვამია: “ჩემი რჩევა იქნება ჩემი ყველა თანამებრძოლის მიმართ, მიბაძონ ბატონ ხაზარაძეს, დატოვონ პარლამენტი და “ოცნება” დატოვონ საკუთარ თავთან მარტო”.