გიორგი ხელაშვილი: მინდა, ვისურვო, რომ არჩევნების დასრულება ჩვენს ქვეყანაში პოლარიზაციის, სიძულვილის, ტყუილისა და დაპირისპირების დასასრულიც იყოს

„მინდა, ვისურვო, რომ არჩევნების დასრულება ჩვენს ქვეყანაში პოლარიზაციის, სიძულვილის, ტყუილისა და დაპირისპირების დასასრულიც იყოს. ამას ელის ჩვენგან საქართველო, ამას მოელის ჩვენგან საერთაშორისო საზოგადოება“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ხელაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია ულტიმატუმის ენით საუბარს ვერ ელევა.

„ყველა ვთანხმდებით, რომ დასავლეთთან საქართველოს ინტეგრაცია აუცილებელია ჩვენი ქვეყნის გაერთიანების, ეროვნული უსაფრთხოების დაცვისა და ქვეყნის და ხალხის გამდიდრებისთვის. ახლა საქმის კეთების დროა, რასაც მოითხოვს ჩვენგან ჩვენი ხალხი და მოელიან საერთაშორისო პარტნიორები. კარგია, რომ ოპოზიციის ნაწილი, როგორც ვხედავ განცხადებებიდან, ამას აცნობიერებს, მაგრამ ულტიმატუმების წამოყენებას ვერ ელევა. ყველა, ვინც დღეს დაპირისპირების გაგრძელებისკენ მოგვიწოდებს, ასუსტებს საქართველოს, ეწინააღმდეგება საქართველოს ევროპულ მომავალს“, – აღნიშნა გიორგი ხელაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები