მსოფლიო მედია გაერო-ს კლიმატის ცვლილებების კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტზე წერს

მსოფლიო და ბრიტანული მედია გაერო-ს კლიმატის ცვლილებების 2021 წლის 26-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტთან დაკავშირებით წერს და ღონისძიების ამსახველ ფოტოებს ავრცელებს.

გლაზგოში კლიმატთან დაკავშირებული კონფერენციის პირველი დღე მსოფლიოს 100 ლიდერის ერთობლივი განცხადებით დასრულდა. მათ დადეს პირობა, რომ 2030 წლისთვის სრულად შეაჩერებენ პლანეტაზე ტყეების გაჩეხვის პროცესს და სადაც შესაძლებელი იქნება, აღადგენენ ტყის მასივებს.

საკუთარ გეგმებში ისინი ეყრდნობიან სახელმწიფო და კერძო ფონდების მხარდაჭერას, რომელთა ფარგლებშიც 19 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციის მზადყოფნა არსებობს.

„დასვენების დრო აღარ არის“, – აღნიშნა ბაიდენმა სიტყვით გამოსვლისას და ბოდიში მოიხადა მისი წინამორბედის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების გამო, რომელმაც ოფიციალური ვაშინგტონი 2015 წლის „პარიზის შეთანხმებიდან“ გაიყვანა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპის გრძელვადიან მცდელობაზე ისაუბრა. გეგმა ითვალისწინებს, რომ მათ შეძლონ ამ ათწლეულში გამონაბოლქვის 55%-ით შემცირება და სამომავლოდ სრულად გახდნენ ე.წ. net-zero სივრცე, ანუ სასათბურე აირის ნულოვან დონემდე შემცირება შეძლონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები