ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 200-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი გარდაიცვალა

 

ოკუპირებულ აფხაზეთში, 1-ელი ნოემბრის მდგომარეობით, კორონავირუსით ინფიცირების 207 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის დაწყებიდან 31 790 შემთხვევაა აღრიცხული.

ასევე, ბოლო ორ დღეში ვირუსს 5 პაციენტი შეეწირა, სულ 461 ლეტალური შემთხვევაა.

ამჟამად, გუდაუთის კოვიდჰოსპიტალში 77 პაციენტი მკურნალობას, მათგან 23-ის მდგომარეობა მძიმეა; სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 39 პაციენტია მოთავსებული, 15 მძიმე მდგომარეობაშია; ოჩამჩირეში – 16; გაგრაში 30 პაციენტი მკურნალობს, მათგან 6 მძიმე მდგომარეობაშია; ტყვარჩელში 13 მოქალაქეა.

სოხუმში გაშლილ, რუსეთის სამხედრო ჰოსპიტალში 106 პაციენტი იმყოფება, მათგან 12-ის მდგომარეობა მძიმეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები