კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან თბილისში 1 794, იმერეთში 1 189 , კახეთში კი 657 გამოვლინდა

 

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს რეგიონებიდან კორონავირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა კვლავ თბილისში, იმერეთსა და კახეთში გამოვლინდა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 553 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 794 შემთხვევა, აჭარა – 149, იმერეთი – 1 189, ქვემო ქართლი – 317, შიდა ქართლი – 512, გურია – 132, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 448, კახეთი – 657, მცხეთა-მთიანეთი – 149, სამცხე-ჯავახეთი – 123, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 83.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 726 941 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 669 822, გარდაიცვალა 10 136 პაციენტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები