გიორგი ხელაშვილი – ოპოზიციაზე: დასანანია, რომ ასე უპასუხისმგებლოდ ეპყრობიან ხალხის მიერ მათთვის მიცემულ მანდატს

“დასანანია, რომ ასე უპასუხისმგებლოდ ეპყრობიან ხალხის მიერ მათთვის მიცემულ მანდატს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ხელაშვილმა „ქრონიკის” ეთერში ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ხალხმა მათ სადეპუტატო მანდატი იმიტომ მიანიჭა, რომ გარკვეული სამუშაო შეასრულონ.

ჩვენ, ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ერთად, რადიკალურ ოპოზიციას მოვუწოდებდით, რომ შემოსულიყვნენ პარლამენტში. შარლ მიშელის დოკუმენტის მიღების შემდეგ, მათ ეს გააკეთეს, მაგრამ ბოლო თვეებში ვხედავთ, რომ მათ ღირებული იქ არაფერი შეუქმნიათ, გარდა პროვოკაციის, ხმაურისა და ლანძღვა-გინებისა, იქ არაფერი მოგვისმენია. ისინი ხალხის მიერ არიან არჩეული და ხალხმა მათ მანდატი იმიტომ მიანიჭა, რომ შეასრულონ გარკვეული სამუშაო. ეს პრაქტიკულად მათი კონტრაქტია ხალხთან, რომელსაც, როგორც ჩანს, რადიკალური ოპოზიციის ნაწილი თავისი ლიდერის მოწოდებით არღვევს ამ კონტრაქტს და კონტრაქტის დარღვევა საბოლოოდ, როგორც წესი, მთავრდება ამ რადიკალური ოპოზიციის სრული მარცხითა და მარგინალიზაციით“, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები