ნიკა გვარამია: გვაქვს ინფორმაცია, რომ სააკაშვილის გადაყვანას გორის ჰოსპიტალში აპირებენ, სადაც შესაძლოა, დაიგეგმოს ე.წ. ოსური სპეცნაზმის მიერ სააკაშვილის გატაცება

“გვაქვს ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას გორის ჰოსპიტალში აპირებენ, სადაც შესაძლოა, დაიგეგმოს ე.წ. ოსური სპეცნაზმის მიერ მიხეილ სააკაშვილის გატაცება”, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება.

„ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, თუმცა, ის კატეგორიულად არ აპირებს ციხის საავადმყოფოში გადასვლას. ინფორმაცია გვაქვს, რომ აპირებენ გორის ჰოსპიტალში გადაყვანას და ინფორმაცია გვაქვს ასევე, რომ გორის ჰოსპიტალში შესაძლოა, დაიგეგმოს ე.წ. ოსური სპეცნაზმის მიერ მიხეილ სააკაშვილის გატაცება. არსებობს რეფერალური კლინიკა, სადაც ყველა პატიმარი გადაჰყავთ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და კეთილი ინებონ და გადაიყვანონ იქ, ნუ აკეთებენ გამონაკლისებს სააკაშვილის წინააღმდეგ“, – განაცხადა გვარამიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები