ადვოკატი: ქართველი ხალხის ვალია, რომ მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს მთავარი რეფორმატორი პუტინის მძევლობიდან კანონიერი გზებით გავათავისუფლოთ

საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში უფლებადამცველები ხვდებიან.

ადვოკატ ბექა ბასილაიას თქმით, ქართველი ხალხის ვალია სააკაშვილის კანონიერი გზებით გათავისუფლება.

“ბუნებრივია, მისი პოზიცია ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, ამავდროულად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით ვართ უაღრესად შეშფოთებულები და დაინტერესებულნი. ერთი თვე უკვე შესრულდა, რაც ის შიმშილობს.

ამავდროულად, ქართველი ხალხის, ქართველი საზოგადოების ვალია და ეს ვალი უნდა შევასრულოთ პირნათლად, რომ პუტინის მძევლობიდან მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, საქართველოს მთავარი რეფორმატორი გავათავისუფლოთ კანონიერი გზებით”, – განაცხადა ბასილაიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები