საქართველოში კორონავირუსით კიდევ 42 ადამიანი გარდაიცვალა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 10 003 პირი ემსხვერპლა.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 610 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  715 865-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 29 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.26%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.96% ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.82%.
• ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 624 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 655 129.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები