რას ყვება სამართალდამცველი, რომელიც ზუგდიდის ციხეში სასჯელს ამირან ჯანაშიას დირექტორობის დროს იხდიდა
სამართალდამცველი, რომელიც ამირან ჯანაშიას დირექტორობის დროს სასჯელს ზუგდიდის ციხეში იხდიდა, იმ სასტიკ და მწამებლურ მოპყრობას იხსენებს, რომელიც 2009-2012 წლების ციხეში მან გაიარა.
მისი თქმით, პატიმრების მიმართ ძალადობა სხვადასხვა გზით, სისტემატურად ხდებოდა.
„მე, პოლიციელს, რომელსაც შემთხვევა მომიხდა და რომელიც არც ყაჩაღი ვიყავი, არც ბანდიტი, არც ქურდი ცემით მაგდებდნენ და მანადგურებდნენ ამირან ჯანაშია და მისი დამქაშები“.
მე ვიყავი შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი. ჩემი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს შემემთხვა მომიხდა რის გამოც მოვხვდი ზუგდიდის მე-4 დაწესებულებაში.
2010 წელს სასჯელს ვიხდიდი ზუგდიდის N4 საპყრობილეში, ამ პერიოდში ციხის დირექტორი ამირან ჯანაშია იყო.
ამირან ჯანაშია სისასტიკით გამოირჩეოდა, პრინციპი ამის ის იყო, რომ თითქოსდა მაგარი კაცი იყო და იმიტომ რომ ეთქვა, რომ ყველაზე მკაცრი ციხე იყო ზუგდიდში/ პრინციპი ეს იყო -“მე ვარ უფროსი და მე ვარ ყველაფერი, ჩემს მერე არც არავინ არის,”- ეს იყო მისი დევიზი.
ერთ ჩვეულებრივ დღეს გასეირნება, ე.წ. “პრაგულკა” იყო და ირბინეო, სხვებმა ირბინეს და ნუ მე არ ვირბინე, მე პოლიციელს, კიდე ერთხელ ვიძახი სამართალდამცველს, რომელსაც შემთხვევა მომიხდა, უწმაწური სიტყვები წამომაძახა და ხელი მკრა, სცემეთო უთხრა თავის დამქაშებს და მთელი სმენა დამასია და მცემეს.
50 კაცთან ვერაფერს გავხდებოდი. მცემეს სანამ არ დამაგდეს.
ამას შვრებოდა ყოველ დღე, სისტემატურად რაც მესმოდა, რასაც ვიგებდით ყვირის ხმა იყო.
მე პირადად პოლიციელს ასეთი რამე გამიკეთა. მე, რომელიც არ ვიყავი არც ყაჩაღი, არც ბანდიტი, არც ქურდი და ჩვეულებრივი თანამშრომელი ვიყავი, რომელსაც შემემთხვა ის რაც ნებისმიერ ადამიანს შეიძლება შეემთხვას”, – ჰყვება ყოფილი სამართალდამცველი.
ცნობისთვის, ზუგდიდის ციხის ყოფილი უფროსი ამირან ჯანაშია დააკავეს. მას გამოძეიბა იარაღის უკანონო შენახვა ტარებას ედავება. ჯანაშია ფოთის პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.