CNN – საქართველოში მოგზაურთა მაჩვენებელი პანდემიამდელ დონეს დაუბრუნდა
2021 წლის დასაწყისში შეზღუდვების მოხსნიდან დღემდე საქართველოში მოგზაურთა მაჩვენებელი პანდემიამდელ დონეს დაუბრუნდა – წერს CNN სტატიაში სათაურით „საქართველოს უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა აღდგენამდე მიმავალ პოსტ-პანდემიურ გზაზე“.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, საქართველოში მგზავრთა ნაკადის ამჟამინდელი მაჩვენებლები 2019 წლისას 15%-ით აღემატება და წინ უსწრებს სხვა ისეთი ევროპული ქვეყნებისას, როგორიცაა ბელგია, ესპანეთი და გერმანია.
აქვე აღნიშნულია, რომ ავიაკომპანიებმა მნიშვნელოვნად აღიდგინეს შემოსავლები.
„ახლა 34 ავიაკომპანია ფუნქციონირებს და რეგულარულ ფრენებს მათი 85% ახორციელებს, მაშინ როდესაც 2019 წლის შესაბამის პერიოდში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 40 იყო. მგზავრების რაოდენობაც იმედისმომცემი გახდა. 2020 წლის პირველ ცხრა თვეში ქვეყნის აეროპორტები 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით მგზავრების 42%-ს ემსახურებოდნენ. 2021 წლის მაისში გახსნილი საერთაშორისო საზღვრების საპასუხოდ საქართველოს ტურიზმის სექტორმა გაძლიერება დაიწყო. 2021 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში ქვეყნის ტურიზმის სექტორიდან მიღებული შემოსავლების აღდგენის მაჩვენებელმა 34%-ს მიაღწია, ხოლო სექტემბერში 50%-ს გადააჭარბა, რადგან უსაფრთხოების ინდექსი სტაბილური გახდა, ხოლო “კორონა” ვირუსთან დაკავშირებული იმიგრაციის მარეგულირებელი ნორმები – მოქნილი. 2021 წელს და შემდეგ პერიოდებში საქართველოს ტურიზმის სექტორში არსებული პერსპექტივები მნიშვნელოვნად გაიზარდა, ძირითადად საავიაციო ინდუსტრიაში განვითარებული მოვლენების გამო. „ევროკონტროლის“ მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, საქართველოში მგზავრთა ნაკადის ამჟამინდელი მაჩვენებლები 2019 წლისას 15%-ით აღემატება და წინ უსწრებს სხვა ევროპული ქვეყნებისას – ბელგიის, ესპანეთის და გერმანიის,“ – ნათქვამია სტატიაში.