ნათია თურნავა: მიმდინარე წლის პირველ 9 თვეში ეკონომიკის ზრდის ტემპმა 11.3 პროცენტი შეადგინა, რაც გვაძლევს კიდევ უფრო მეტ იმედს, რომ ჩვენ მიმდინარე წელი შეგვიძლია, ორნიშნა ზრდით დავასრულოთ

„საქსტატის” მიერ გამოქვეყნებული ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის სექტემბერში 6,9 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა, რაც კარგი მაჩვენებელია. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე წლის პირველ 9 თვეში კუმულატიური ზრდის ტემპმა 11.3 პროცენტი შეადგინა. ეს გვაძლევს კიდევ უფრო მეტ იმედს, რომ ჩვენ მიმდინარე წელი შეგვიძლია, ორნიშნა ზრდით დავასრულოთ,” – ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოს ეკონომიკური ზრდის სტატისტიკა, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.

მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა გადამამუშავებელ და სამთო – მომპოვებელ ინდუსტრიებზე, ასევე, ვაჭრობის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის და დასაწყობების და სტუმარმასპინძლობის სექტორზე, სადაც მაღალი ზრდა დაფიქსირდა. მისი თქმით, საქართველოში ტურიზმის აღდგენა მაღალი ტემპით მიმდინარეობს.

კერძოდ, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების აღდგენის დონე სექტემბერში, 2019 წლის სექტემბერში დაფიქსირებული საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების 51 პროცენტი იყო.

„ეს ნიშნავს იმას, რომ ტურიზმის სექტორში პოზიტიური ტენდენციებია და მალე დარგი პანდემიამდელ დონეს მიაღწევს,” – განაცხადა ნათია თურნავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები