„აბრეშუმის გზა. თანამედროვე ხელოვნება და ხელოვანები იტალიიდან“ – გამოფენა თბილისის ისტორიის მუზეუმში

იტალიის საელჩო საქართველოში და საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმი წარმოადგენს თანამედროვე იტალიური ხელოვნების გამოფენას – „აბრეშუმის გზა. თანამედროვე ხელოვნება და ხელოვანები იტალიიდან“.
ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება თანამედროვე იტალიელი ხელოვანების მიერ სხვადასხვა მედიასა და ტექნიკაში შესრულებული 38 ნამუშევარი, რომელიც იტალიური ხელოვნების ერთგვარ პანორამას გვთავაზობს 1960-იანი წლების ბოლოდან დღემდე. ავტორებს შორის არიან: კარლა აკარდი, ენრიკო ბეი, მარია ლაი, მიქელანჯელო პისტოლეტო, იანის კუნელისი, მიმო პალადინო, ეტორე სპალეტი, ჯულიო პაოლინი, ლუიჯი ონტანი და ემილიო ისგრო.
გამოფენის შესახებ ვრცლად: https://bit.ly/3vOUZib

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები