“არემჯის“ მხარდაჭერით, სამთო საქმისა და გეოლოგიის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია იმართება

“არემჯის” აღმასრულებელმა დირექტორმა – თორნიკე ლიპარტიამ საქართველოს მინერალოგიური საზოგადოების, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ, მე-7 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ “კვირას” კომპანია “არემჯი”-დან აცნობეს.
კომპანიის ცნობით, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, მეორე წელია, კონფერენცია სამთო საქმისა და გეოლოგიის განვითარება ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა დისტანციურ რეჟიმში იმართება. მიუხედავად ამისა, მასში მონაწილე მომხსენებლებისა და მსმენელების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.
28-29 ოქტომბერს, ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში საკუთარი მოხსენებით 28 სპიკერი წარსდგება. განსახილველ თემებს შორის განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა: სამთო საქმისა და გეოლოგიის აქტუალურ პრობლემებს, მინერალური რესურსების როლს ქვეყნის ეკონომიკის მდგრად განვითარებაში, გარემოს დაცვის და ეკოლოგიის კუთხით არსებულ გამოწვევებს, სხვადასხვა საბადოს შესახებ მომზადებული ახალი კვლევებისა და მონაცემების სამეცნიერო საზოგადოებისთვის გაცნობას და სხვა.
კონფერენციის მონაწილეებს და სხვა დაინტერესებულ პირებს, ასევე, შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ კონფერენციის ფარგლებში მომზადებულ 14 სასტენდო მოხსენებას, რომელიც საქართველოს მინერალოგიური საზოგადოების ვებ-გვერდზე http://www.msgeorgia2012.com/ პრეზენტაციის სახით გამოქვეყნდება.
არემჯი 2018 წლიდან საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციის გენერალური სპონსორია. კონფერენციის გახსნაზე წარმოთქმულ მისასალმებელ სიტყვაში, თორნიკე ლიპარტიამ ხაზი გაუსვა კომპანიას და უნივერსიტეტს შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის მნიშვნელობას და წარმატება უსურვა ყველა მონაწილეს.
„მოხარული ვარ, რომ კონფერენციის მხარდამჭერის რანგში, ჩვენს კომპანიასაც შეაქვს მცირედი წვლილი სამთო საქმისა და გეოლოგიის განვითარებაში. მნიშვნელოვანია, რომ წლების მანძილზე კონფერენცია იქცა ტრადიციად და ჩამოყალიბდა იმ მძლავრ პლატფორმად, სადაც ყოველწლიურად ხდება დარგში არსებული სიახლეების გაზიარება. ვფიქრობ, არემჯის მიერ გასულ კვირას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში გახსნილი თანამედროვე სამთო-გეოლოგიური ტექნოლოგიების ცენტრი სწორედ ის ადგილია, რომელიც კიდევ უფრო მეტ ინტერესს და მოტივაციას გაუჩენს სტუდენტებს და მომავალში უკვე მათ მიერ წარმოდგენილ არაერთ საინტერესო მოხსენებას გავეცნობით კონფერენციაზე”, – აღნიშნა „არემჯის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, თორნიკე ლიპარტიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები