თამარ ტალიაშვილი: პრემიერის გამოსვლა იყო პატრიოტიზმით დამუხტული, რომელიც გამყარებულია ნამდვილი საქმით

“ამაღელვებელი გამოსვლა ჰქონდა პრემიერს. მე ვფიქრობ, რომ მისი გამოსვლა პასუხობდა შეკრებილი ხალხის განწყობასა და ემოციებს”, – ასე შეაფასა “კვირასთან” საუბარში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თამარ ტალიაშვილმა გუშინ გამართულ, “ქართული ოცნების” აქციაზე პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ პრემიერის პატრიოტიზმით დამუხტული გამოსვლა, და სიტყვები გამყარებულია მისივე საქმით.

“ნახავდით, რომ ხშირი, მქუხარე ემოციებით პასუხობდა მოსახლეობა პრემიერის გამოსვლას და ეს მოწმობს იმას, რომ ეს ემოციური თანხვედრა იყო მკაფიოდ გამოხატული. პრემიერის გამოსვლაში აცქენტები იყო ძალიან ზუსტად დასმული. ეს აქცენტები იყო პროგრესზე, თავისუფლებაზე. მიღწევებსა და სამომავლო განვითარების ორიენტირებზე.
ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსია, რომ როცა ხარ პრემიერი, რაც უნდა ძლიერად იყოს გაჟღერებული სიტყვა, მიმღებლობა ხალხისგან არ იქნება, თუ ამ სიტყვების უკან არ დგას რეალური, ხალხის სამსახურში ყოფნა. პრემიერის გამოსვლის შემთხვევაში, ეს იყო პატრიოტიზმით დამუხტული სიტყვები, რომლებიც გამყარებულია ნამდვილი საქმით და ხალხის სამსახურში დგომით. ვფიქრობ, სწორედ ამიტომ იყო იქ შეკრებილი ხალხის რეაქცია სავსე ნდობით და იმედით უხვად გაჯერებული”, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები